მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ოთხი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში. დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი.

თავდაპირველად ცეცხლი მიტოვებულ სახლში გაჩნდა, თუმცა აალება იმდენად დიდი იყო, რომ ის სხვა სახლებზეც გადავიდა.

სრულად განადგურდა სამივე ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ცეცხლი უკვე ჩამქრალია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.

ხანძარი გაჩნდა დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენშიც. ამ შემთხვევაში სახლის მხოლოდ ნაწილი დაიწვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button