კახეთში ოთხი სოფელი დაისეტყვა

სეტყვა კახეთში. სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა.

ვარდისუბანში, რუისპირში, გულგულასა და კურდღელაურში დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.

ადგილობრივი მოსახლოების თქმით, ძლიერი წვიმა სეტყვასთან ერთად დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. სტიქიით მიყენებული ზიანის დათვლას შესაბამისი კომისია დღეიდან დაიწყებს.

ადგილორივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალი აუნაზღაურდებათ მათ, ვისაც მოსავალი დაზღვეული ქონდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button