მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპროცედურო კომიტეტმა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. კომიტეტზე კენჭისყრის შემდეგ, საკითხი საბოლოო მხარდასაჭერად სესიაზე უნდა გავიდეს.

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა მელიამ თავად მოითხოვა 2021 წლის 29 ივლისს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომელიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად იყრის კენჭს, მიზეზად ის დაასახელა, რომ მთლიანად ერთვება საარჩევნო კამპანიასა და „უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“.

მსგავსი პოსტები

Back to top button