მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კახეთში ფერმერები გადაადგილებას შეძლებენ

კახეთის მუნიციპალიტეტებში, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა.- ამის შესახებ მუნიციპალიტეტების ფეისბუქ გვერდები იტყობინება.

მუნიციპალიტეტების მერიების ცნობით, საოპერაციო შტაბის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 6:00-დან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე, დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები (არაუმეტეს 3 პირი პირბადით).

განსხვავებული შემთხვევების არსებობისას მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ცხელ ხაზებზე:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 5998017

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 595361235

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 0353220004;  599852200

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 574179623;  597926016

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 599857955

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 577001343

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 551103999

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 595534633

გავრცელდება თუ არა ანალოგიური შეღავათები სხვა მუნიციპალიტეტებზეც უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button