კახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს
კახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს
დაკავება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების, ქონების თაღლითურად დაუფლების მცდელობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე განზორციელდა.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობისა და ნასყიდობის ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე, 350 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს.
ნაკვეთების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3 500 000 ლარს შეადგენს.
ამასთან, ბრალდებული შეეცადა ამავე გზით დაუფლებოდა სიღნაღის რაიონში მდებარე იმავე კომპანიის კუთვნილ 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებაც შეადგენს დაახლოებით 1 000 000 ლარს, თუმცა აღნიშნული ვერ მოიყვანა სისრულეში მათზე გავრცელებული ყადაღის გამო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, (19)180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.