მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში პირველკლასელთა ნაწილს კომპიუტერები არ მიუღია

კახეთის საჯარო სკოლებში, პირველკლასელების ნაწილს, პერსონალური კომპიუტერი ჯერ არ მიუღია. საგანმანათლებლო რესურსცენტრებში განმარტავენ, რომ მოსწავლეების ნაწილს, რომელიც პირველ კლასში ბოლო ეტაპზე დარეგისტრირდა, პერსონალური კომპიუტერი მოგვიანებით გადაეცემა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს- ცენტის ხელმძღვანელი, მანანა ნადიბაიძე ამბობს, რომ მოსწავლეები, ნეთკბუკს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

” სამ ეტაპად ხდებოდა დარეგისტრირება პირველ კლასში, ბოლო ეტაპი მოგვიანებით შედგა და ამის გამო, ბუნებრივია, მოსწავლეები ბაზაში გვიან აისახნენ. ეს გახდა შეფერხების მიზეზი. ასეთი ბავშვები, ლეპტოპებს მომავალ კვირაში მიიღებენ”- განაცხადა ნადიბაიძემ.

პერსონალური კომპიუტერების პირველკლასელებისათვის გადაცემის საკითხი შეფერხებულია, სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც.

საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, როდის მიიღებენ პირველკლასელები დაპირებულ ტექნიკას, ჯერჯერობით, ვერ ასახელებენ. ტექნიკის დარიგების ზუსტ დროსა და შეფერხების მიზეზებზე, განმარტებას ვერ აკეთებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც.

დღევანდელი მდგომარეობით, პერსონალური კომპიუტერები სრულად, მხოლოდ დედოფლისწყაროს საჯარო სკოლების პირველ კლასებშია დარიგებული.

პერსონალურ კომპიუტერებს, პირველკლასელები ყოველწლიურად, სახელმწიფო პროგრამის ” ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში იღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button