“არ დაარვიო საგზაო წესები” – კამპანია კახეთში [photo]

კახეთში პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ მიმდინარეობს.

როგორც რადიო ჰერეთს ორგანიზატორებმა განუცხადეს, მასში მონაწილეობას იიღებენ, როგორც საბაზო ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

კახეთის რეგიონში კამპანიას – “არ დაარღვიო საგზაო წესები“ ფარგლებში ფონდმა უკვე ჩაატარა ტრენინგი საგზაო უსაფრთხოების რისკ ფაქორებთან დაკავშირებით რეგიონის 15 სკოლაში.ტრენინგის შემდეგ მათ სათანადო ლიტერატურა გადაეცათ.

ტრენინგში აქტიურადაა ჩართული რეგიონული საპატრულო პოლიცია, სკოლის მასწავლებლები. – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათი თქმით, პროექტი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”11176″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1435398548752″]

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button