კახეთში პურის გაძვირებას არ აპირებენ [Audio]

კახეთის რეგიონში, ლაგოდეხში, პურ-პროდუქტების მწარმოებელი მცირე კომპანიები პურის გაძვირებას ამ ეტაპზე არ აპირებენ – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” პურის საცხობებში განუცხადეს.

მათი ნაწილი ამბობს, რომ “ბოლო პერიოდში ფქვილის ფასი მომატებულია, თუმცა არა იმდენად რომ პურის ფასი გაზარდონ”, თუმცა ასევე ამბობენ, რომ თუ ფქვილზე ფასი კიდევ მოიმატებს, პურის გაძვირება გარდაუვალი იქნება.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, 50 კილოგრამიანი ერთი ტომარა ფქვილი 47 ლარი ღირს, მანამდე მისი ფასი 42 ლარი იყო.

მოუსმინეთ რამდენიმე საცხობში ჩაწერილ ხმებს – ლაპარაკობენ პურის მცხობელები

 

მსგავსი პოსტები

Back to top button