კახეთში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, “ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, თანასოფლელის, 1939 წელს დაბადებული ქალის საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით, ფარულად შეაღწია. სახლის მეპატრონემ ის შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით დამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა”.

პოლიციამ მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავში დააკავა.

გამოძიების მრკიცებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button