მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ქალის მოტაცების ფაქტზე , პოლიციამ 5 პირი დააკავა

კახეთის ერთ- ერთი მუნიციპალიტეტის სოფლიდან ახალგაზრდა ქალის მოტაცებისათვის, კახეთის პოლიციამ 5 მამაკაცი დააკავა.
გამოძიება მომხდარზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიება ერთ-ერთ მათგანს, 26 წლის კაცს, გაუპატიურებას ედავება, დანარჩენ ოთხს თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთას.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ”. პოლიციამ, გატაცებული ქალი კახეთის ერთ-ერთ სოფელში იპოვა.

“მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა)და 137-ე (გაუპატიურება) მუხლებით მიმდინარეობს” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გატაცების ფაქტი 28 ივლისს მოხდა.
ბრალდებულებმა ქალი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button