მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დირექტორის თქმით, “მოჩვენება” კაბლის სკოლის ჭერში აძვრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის N1 კაბლის სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე, რადიო ჰერეთთან ვარაუდობს, რომ მის სკოლაში მოსიარულე ე.წ.მოჩვენება,სავარაუდიდ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა.

დირქტრორის თქმით, მოსწავლეების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც სკოლის დერეფნებში შენიშნეს გაიქცა და კიბის დახმარებით სკოლის ჭერში აძვრა.

ლამარა ტაბატაძე ამბობს, რომ “მოჩვენება” სკოლაში სულ ორჯერ გამოჩნდა.

დირექტორი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ პირველად ის 31 მაისს შენიშნეს, მეორედ კი 4 ივნისს.

ამბავის თვითმხილველი უფროსკლასელი მოსწავლეები აცხადებენ, რომ ქალის ფორმის მოჩვენება დაახლოებით 30-35 წლის უნდა იყოს.

დირექტორის განმარტებით, “მოჩვენება” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა შენიშნეს, რომელთაგან ზოგი იმავე დღეს ჩატარებულ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებას ესწრებოდა, სხვები კი რეპეტიტორ მასწავლებლებთან იყვნენ მისული სამეცადინოდ.

ლამარა ტაბატაძის განცხადებით, მის მიერვე გამოძახებულმა პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს მოკვლევა და გამოკითხეს თვითმხილველები.

ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

ნახეთ ვიდეო

ლაგოდეხში მოჩვენებებს პოლიცია ეძებს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button