კახეთში რთველი აქციების ფონზე იწყება
მეორე დღეა კახეთში ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქცია ამჯერად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში გაიმართა.
ადგილობრივებმა სოფლის გზა გადაკეტეს. გლეხების თქმით, მოსავალი უფუჭდებათ, ღვინის ქარხნები კი ამ დრომდე ყურძენს არ იბარებენ.
კარდენახში გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდა “რთველი 2015-ის” საკოორდინციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილილ.
მან მევენახეებს უთხრა, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს, რაც შეეხება ქარხნებს, ისინი რამდენიმე დღეში გაიხსნება.