მნიშვნელოვანისიახლეები

კახეთში რთველი წარმატებულად მიმდინარეობს-მევენახეებს რომლებსაც სეტყვამ მოსავალი გაუნადგურა თითოეულ ჰექტარზე 3500 ლარს მიიღებენ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახეთში რთველი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, წელს ბევრ მევენახეს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაზარალებულ მევენახეებს 1 ჰექტარზე 3 500 ლარის დახმარებას გამოუყოფენ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 2 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

“მევენახეებს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა მათი მოსავალი, მიუხედავად იმისა, ჩვენ ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ჩავიბარეთ კიდევაც, უკვე დაწყებულია პროცესი… ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში კახეთის ათეულობით სოფელი დაისეტყვა. მევენახეების ნაწილს რთვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოსავალი სრულად გაუნადგურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button