კახეთში რთველი უკვე დაიწყო-ვენახი უკვე 1400-მდე მევენახემ დაკრიფა
ვენახი უკვე 1400-მდე მევენახემ დაკრიფა

“კახეთში უკვე 24 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული და კრეფა ორ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს”- ამის შესახებ, რთველის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ლევან მეხუზლა ამბობს, რომ რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნების კრეფა, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებშია დაწყებული.
” ტრადიციულად ეს ორი მუნიციპალიტეტი იწყებს რთველს. შემდეგ გადაინაცვლებს, გურჯაანში, ყვარელში, თელავი – ახმეტასა და ბოლოს საგარეჯოში. უკვე 24 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. დაახლოებით, 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. წვიმამ ცოტა ტემპი შეანელა, მაგრამ უკვე ამინდები კარგია და კრეფა გაგრძელდება”- განაცხადა მეხუზლამ.
დღევანდელი მდგომარეობით, ვენახი უკვე 1400-მდე მევენახემ დაკრიფა.
რთველის შტაბში 200- ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანია დარეგისტრირებული
მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთი კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძენი, 35 თეთრით დასუბსიდირდება.