მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ზამთრის დადგომამდე უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება

რუსეთი, სავარაუდოდ, ამზადებს სივრცეს ზამთრის პერიოდში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე იერიშების განსახორციელებლად – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა. მათივე განცხადებით განცხადებით, თავდასხმისთვის რაკეტებს აგროვებს.

“რუსეთმა ზამთრის დადგომამდე უკვე მოაგროვა მნიშვნელოვანი რაოდენობის საკრუიზო რაკეტები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.

2023 წლის 18 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, რუსეთმა კიევის მიმართულებით 50-მდე Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. რაკეტები კურსკიდან და კრასნოდარიდან იყო გაშვებული”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის თქმით, რუსეთის ერთ-ერთი მიზანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესუსტებაა. ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსები თითქმის ორი თვის განმავლობაში საკრუიზო რაკეტების გაშვებისგან თავს იკავებდნენ, რამაც მათ საშუალება მისცა რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი დაეგროვებინათ.
იგი ეყრდნობა 2023 წლის 18-19 ნოემბრის პერიოდში რუსეთის მიერ, სავარაუდოდ, კურსკიდან და კრასნოდარიდან, „შაჰედის“ დრონით განხორციელებულ „ტალღისებურ იერიშებს“ კიევის მიმართულებით. რუსეთის ერთ-ერთი სავარაუდო მიზანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამოფიტვა და საბრძოლო სივრცის ჩამოყალიბება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის ზამთრის კამპანიამდე”, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

2022 წლის 10 ოქტომბრიდან რუსმა სამხედროებმა დაიწყეს უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის წარმოების დეფიციტი და შექმნა რეგიონებს შორის ენერგიის განაწილების პრობლემები. 2023 წელს რუსეთმა შეამცირა თავდასხმების ინტენსივობა და უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა დიდწილად შეძლეს ელექტროენერგიის აღდგენა.

ივლისში უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ემზადება მომდევნო გათბობის სეზონზე რუსეთის სავარაუდო თავდასხმებისთვის.

ამის შესახებ მოსახლეობა უკრაინის პრეზიდენტმაც გააფრთხილა. ზელენსკის მოლოდინით, ზამთრის წინ რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკის და გათბობის სისტემებზე. შარშან, ყინვების პერიოდში, მილიონობით სამოქალაქო პირი დარჩა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე – ხანგრძლივი პერიოდებით, რასაც აღიქვამდნენ რუსეთის მცდელობად, გაეტეხა უკრაინელთა ნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button