მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ერთ-ერთ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ერთ-ერთ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რადიო ჰერეთს ინფორმაცია დაუდასტურეს.
“ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა თანამშრომელი უკვე გატესტილია და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”- განაცხადეს ადმინისტრაციაში.
შემთხვევა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, პირველი დადასტურებული ფაქტია.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, კორონავირუსის 11 600 დადასტურებული შემთხვევაა.
მკურნალობის აქტიურ რეჟიმში იმყოფება, 180 პირი. აქედან 124 დატოვებულია ბინაზე, 56 კი, კოვიდ კლინიკაში იმყოფება.
სექტემბრიდან დღემდე კოვიდ – 19 რეგიონში 11 307- მა პაციენტმა დაამარცხა, 113 მოქალაქე კი გარდაიცვალა.