მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კახეთში სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, გულგრილობისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავეს სამი კი, პასუხიგებაში მისცეს.

ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით „სოფლის განვითარების სააგენტო“-სა და კახეთის რეგიონში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კოოპერატივს შორის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო აფინანსებდა კოოპერატივის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარის შეძენას და ამისათვის საწარმოს 500 000 ლარი გადაეცა.

,,ბრალდებულმა – კოოპერატივის ხელმძღვანელმა, გამოიყენა კომპანიის სახელი და გააყალბა ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მეშვეობით, მოიპოვა ყალბი დასკვნა ინვენტარის თითქოსდა ობიექტზე განთავსების თაობაზე.

ბრალდებულმა გაყალბებული დოკუმენტაცია სოფლის განვითარების სააგენტოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად წარუდგინა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ გაცემულ თანადაფინანსების თანხას – 500 000 ლარს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე, 220 პრიმა და 182-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მითითებული მუხლები სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button