სპორტი

2021 წლის პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჰოკეიში, აშშ-ს ახალგაზრდული ნაკრებია

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორია. ფინალში, მთავარი ფავორიტი კანადა 2:0 დაამარცხა და ამ მაჩვენებლით მეხუთედ გახდა აღნიშნული ტიტულის მფლობელი.

კანადის ეროვნულმა ნაკრებმა ვერცხლის მედლები მეათედ მოიპოვა.

ტურნირის ბრინჯაოს მედლები ერგო ფინეთის ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსეთის ეროვნული ახალგაზრდული ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ამერიკელი ტრევორ ზეგრასი დასახელდა, რომელიც ამავდროულად, ფინალური მატჩის ერთერთი გოლის ავტორიცაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button