მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლი გაჩხრიკეს

სამართალდამცავებმა კახეთში, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლი გაჩხრიკეს.

ჩხრეკა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში, სოსო გოგაშვილის კიდევ ერთ საცხოვრებელ სახლში, დღეს, გამთენიისას ჩატარდა.

გოგაშვილის, დის, მაია გოგაშვილის განმარტებით, პოლიციამ მას, მოსამართლის განჩინება წარუდგინა.

” აქ დედასთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც ინსულტდარტყმულია. დილას, 4-5 საათზე მოვიდა დაახლოებით 6 პოლიციელი და გამაცნო მოსამართლის განჩინება ჩხრეკაზე. დაახლოებით, 8-9 საათი ჩხრეკდნენ სახლის ორივე სართულს. წაიღეს ვაიფაი მოწყობილობა და მეხსიერების ბარათი. იარაღსაც ეძებდნენ, მაგრამ აქ არაფერი არ იყო. მე თბილისიდან გუშინ ჩამოვედი, არაფრის საქმის კურსში არ ვარ და ჯერჯერობით, არავისთვის მიმართვას არ ვაპირებ”- განაცხადა გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი წუხელ დააკავეს.

დაკავების დროს, სამართლადამცველებმა გაჩხრიკეს მაღალჩინოსნის და მისი შვილების საცხოვრებელი სახლები, მათ შორის სახლი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში.

გამოძიება გოგაშვილის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157- ე მუხლის მეოთხე ნაწილით,რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button