კახეთში სახლების გადახურვა დასრულდა
მთავრობის ადმინსტრაციის – რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღავნელმა – გიორგი ამაშუკელმა და კახეთის გუბერნატორმა – ირაკლი შიოლაშვილმა, ბრიფინგზე, კახეთში, აგვისტო-სექტემბრის თვეებში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოების ანგარიში წარადგინეს.
ლაგოდეხის, ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, დაახლოებით 1900-მდე საცხოვრებელი სახლი გადაიხურა.
სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გახარჯულმა თანხამ, 5 მილიონი ლარი შეადგინა. სამუშაოებზე, დასაქმებული იყო 400-მდე ადგილობრივი მოსახლე და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები.
“ლაგოდეხის, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ 1880-ც საცხოვრებელ სახლზე თუნუქის/შიფერის გარდა, გამოიცვალა სახურავის ხის კონსტრუქციებიც. აქედან 1235 სახლის სახურავი ნაწილობრივ, ხოლო 645 სახლი სრულად გადაიხურა”, – განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.