მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა და მოსახლეობა დააზარალა

სტიქია კახეთში- გადახდილია სახურავები, წაქცეულია ხეები

ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტში და მიმდებარე სოფლებში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გზების ნაპირებზე მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, რასაც ცენტრალური მაგისტრალების ჩახერგვა და ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება მოჰყვა.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button