მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სამი კოვიდკლინიკა და სასტუმრო იმუშავებს

ინფორმაცია რადიო ჰერეთს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში დაუდასტურეს.
განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ორ კლინიკასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება უკვე შედგა.
მოლაპარაკება უკვე შედგა და საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალი და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკა, ჩამოყალივდება კოვიდ-ცენტრებად.
მიმდინარეობს მოლაპარაკება მესამეზე სააცადმყოფოზეც. რაც შეეხება სასტუმროებს, კახეთში იქნება სამი კოვიდ-სასტუმრო და სამივე თელავის მუნიციპალიტეტში. მოლაპარაკებები აქაც უკვე სრულდება-განაცხადა ხიზანიშვილმა.
საბოლოო გადაწყვეტილება, კოვიდ კლინიკებსა და სასტუმროებთან დაკავშირებით, 2 ნოემბერს გახდება ცნობილი.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კახეთში, ცხელების ოთხი ცენტრი მოქმედებდა
.
ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს, ცხელების ცენტრში, ტესტის საბოლოო პასუხამდე აჩერებდნენ. კოვიდ- 19-ის დადასტურების შემდეგ კი, პაციენტს, სამკურნალოდ, სპეციალიზებულ კლინიკაში აგზავნიდნენ.
კორონა ვირუსის სამკურნალო ცენტრების ჩამოყალიბებაზე საუბარი, მას შემდეგ დაიწყო, რაც ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში, კოვიდ ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილების არქონის გამო, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, სპეციალიზებულ კლინიკაში ვერ გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ, რადიო ჰერეთმა გაავრცელა.მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს, მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრო, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა

მსგავსი პოსტები

Back to top button