მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა პროკურატურაში შეთანხმების გარეშე დასრულდა

კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა, კახეთის საოლქო პროკურატურაში.

თელავში 1 იანვარს მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მოწმის, რამაზ აივაზაშვილის განმარტებით,საუბარს პროკურატურაში საქმის პროკურორის ნაცვლად, საოლქო პროკურორი ესწრებოდა.

“ჩვენ განგვიმარტეს, რომ საქმის მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირებისთვის საფუძველი არ აქვთ. საქმეში არ დევს არც ვიდეო ჩანაწერი, რომელიც იმ ღამის ინციდენტს ასახავს. თითქოს, ვინც ეს ფაქტი ჩაიდინა, არ აქვს მანქანის მართვის მოწმობა და ტარება არ იცის. ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ საქმეს არ იძიებენ შეგნებულად,”- განაცხადა აივაზაშვილმა.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორის, ელენე ხოშტარიას განმარტებით, სანამ საქმის გამოძიება ბოლომდე არ მივა, საზოგადოებრივი ზეწოლა სამართალდამცავებზე, გაგრძელდება.

“დღევანდელმა დღემ გვითხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა”- განაცხადა ხოშტარიამ.

შეხვედრის თაობაზე, კახეთის საოლქო პროკურატურაში კომენტარი არ გააკეთეს.

დღეს, 22 იანვარს, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, სამოქალაქო აქტივისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადფენლებთან ერთად, კახეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქციას ორი საათის განმავლობაში ატარებდა.

აქციის მონაწილეები, პროკურორ დავით გველესიანთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც 1 იანვარს თელავის თეტრთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებას აწარმოებს.

პოლიციის კორდონი, აქციის მონაწილეებს პროკურატურის შენობაში არ უშვებდა.
პროკურატურაში ინციდენტის მოწმე სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრის გადაწყვეტილება, მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ელენე ხოშტარიამ, შენობასთან ტუალეტის ქაღდების დატოვება გადაწყვიტა.
საქმე, რომელიც 1 იანვარს, თელავის თეატრის წინ მდგომ კარავში, უცხო პირების ავტომანქანით შევარდნას ეხება, სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით არის აღძრული.

მსგავსი პოსტები

Back to top button