მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კორონავირუსით გარდაიცვალა. 55 წლის ნინო მჭედლიშვილი მძიმე მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

კომისიის თავმჯდომარეს კოვიდ- 19 სამსახურში, ერთ- ერთი თანამშრომლისგან იმ დროს გადაედო, როცა კომისიის წევრები სხვადასხვა ტრენინგებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სწავლებას  გადიოდნენ.

ნინო მჭედლიშვილმა  ბოლო საარჩევნო პროცესში, ავადმყოფობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო.

თავმჯდომარის უფლებამოსილებას თვითმმართველობის არჩევნებზე მისი მოადგილე ახორციელებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button