მნიშვნელოვანისიახლეები
კახეთში საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით დაიწყო.

კახეთში საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით დაიწყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ კაბლის ერთ- ერთი საარჩევნო უბანი ოცი წუთის დაგვიანებით გაიხსნა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების განმარტებით, უბანი გასასხსნელად მოუმზადებელი იყო.
ასევე დამკვირვებლების ინფორმაციით, ადგილი აქვს სპეციალური სიებით ადამიანების მობილიზებას და საარჩევნო კაბინაში ტელეფონის გამოყენების მცდელობას.
მთლიანად კახეთის რეგიონში საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა.
სულ რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 256 უბანი იმუშავებს, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 294 ათასზე მეტია.
აქედან 80 უბანზე, არჩევნები ელექტრონული წესით არ ტარდება.