მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სასამართლო მედიაციის მეშვეობით საქმეების განხილვა დაიწყო

სასამართლო მედიაციის მეშვეობით საქმეების განხილვა კახეთშიც დაიწყო

“სასამართლო მედიაციის გზით, კახეთში ერთი საქმე უკვე დასრულდა”- ამის შესახებ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა.

შეხვედრა მოსამართლეთა კორპუსთან, ადვოკატებთან და მედიატორებთან, მედიატორთა ასოციაციამ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა.

” სასამართლო მედიაცია მართლმსაჯულების ახალი ინსტრუმენტია და თანადათან იკიდებს ჩვენში ფეხს. განსაკუთრებულ ინტერესს მის მიმართ ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები იჩენენ. ჩვენთან დანერგილია კონკრეტულ სასამართლოებში, მათ შორის, თელავში. ერთი რთული საქმე ამ გზით უკვე გადაწყდა საგარეჯოში. მე იმედი მაქვს, რომ დავების გადაწყვეტის ამ გზას კიდევ უფრო მეტი მხარე აირჩევს”- განაცხადა ყანდაშვილმა.

მოსამართლეთა კორპუსმა და ადვოკატებმა მედიაციის პერსპექტივებსა და ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა და USAID-ის წარმომადგენელი, ირაკლი გელოვანი.

სასამართლო მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის, USAID-ის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაინერგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button