რეგიონი

კახეთში სასაფლაოები 10 დღით დაიკეტება

ხვალიდან, 17 აპრილიდან, კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გამონაკლისის სახით სასაფლაოს გახსნა მოხდება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვის მიზნით.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი, კანონდამრღვევი მოქალაქეები კი დაჯარიმდებიან.

აღსანიშნავია, რომ კახეთში კორონავირუსი არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებუკლი.

საქართველოში ამ ეტაპზე [16 აპრილის 17:00 საათის მონაცემები] 336 ინფიცირებული ადამიანია ინფიცირებული, მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 3 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button