კახეთში სატყეო სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს

დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები – ხვთისო ქისტაური და სერგო პაპუნაშვილი სამართალდამცველებმა აიყვანეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა, 2016 წლის მარტში მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტყის ტერიტორიაზე, რვა კუბური მეტრის ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ნებართვის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული თანხა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button