კახეთში სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
დაკავებულია ორი სახელმწიფო მოხელე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე კახეთის და შიდა ქართლის „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი აიყვანა.
გამოძიების მტკიცებით, მათ ტყის ფონდიდან ხის ნერგების უკანონოდ გასხვისების და მოჭრაზე ნებართვის სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს. ერთ შემთხვევაში საუბარია 1000, მეორე შემთხვევაში კი- 800 ლარზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.