მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში საწვავმზიდი აფეთქდა

კახეთში ერთ-ერთი ნავთობკომპანიის საწვავმზიდი აფეთქდა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძესთან მოხდა, რომელიც თბილისი-გომბორი-თელავის უღელტეხილთან ახლოსაა.

სატვირთო მთლიანად დაიწვა. ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო. არავინ დაშავებულა.

ადგილობრივემა გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გზაზე მიმავალი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button