მნიშვნელოვანისაქართველო

კახეთში სავარაუდოდ, იძულებით ქორწინებისთვის არასრულწლოვანი მოიტაცეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გოგო 18 წლის ბიჭმა სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.

შემთხვევა 5 თებერვალს, იმ დროს მოხდა, როცა გოგონა სკოლაში მიდიოდა. სკოლის დირექტორმა, დავით როსტიაშვილმა რადიო “ჰერეთს” უთხრა, რომ ფაქტი მალევე გაიგეს და პოლიციას და სოციალურ მუშაკებს აცნობეს. დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიცია ჩაერთო, გამტაცებლის ბიძამ არასრულწლოვანი გოგო სახლში დააბრუნა. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამტაცებელს პოლიცია ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

მსგავსი პოსტები

Back to top button