ინდოეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა [Photo/video]

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარ მიწისძვრას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

4 იანვარს აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით – ბირმისა და ბანგლადეშის საზღვრებთან 6,8 სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.

თვითმხილველების ინფორმაციით, იმპჰალში, ძლიერი ბიძგების შედეგად, შენობებს ღრმა ნაპრალები გაუჩნდა, ქალაქის ბაზარი კი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

BBC-ის კორესპონდენტის გადმოცემით, დაკაში მრავალმა ბენგალიელმა შიშით საკუთარი სახლები დატოვა.

მეცნიერების თქმით, ამ რეგიონისთვის სეისმური აქტივობა დამახასიათებელია, ვინაიდან იქ ევრაზიული და ინდოსტანური ლითოსფერული ფილების საზღვარი გადის. ეს ფილები ერთმანეთისკენ წელიწადში 5-6 სანტიმეტრი სიჩქარით იძვრიან.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26563″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button