რეგიონი

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბრიფინგზე დასასწრებად მედიას აკრედიტაცია არ მისცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ბრიფინგზე დასასწრებად მედიას აკრედიტაცია არ მისცა.

გადამღები ჯგუფი ადმინისტრაციის შენობაში გასაშუქებლად ვერ შევიდა.

გუშინ, 11 აპრილს, 18:00 ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„ პრეზიდენტის ბრიფინგის ჩანიშვნისთანავე გადააგზავნა ინფორმაცია ჩემმა პროდიუსერმა, თუმცა შეუშვეს ყველა და უკვე მე-2 შემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ“-ამბობს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ პრორუსულ და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ მედიააკრედიტაცია არ მისცეს.

დამატებით შეკითხვებს უწყებაში ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით „თბილისი პრაიდის“ მარშის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button