კახეთში სტიქიის ახალი ზონები ჩნდება

კახეთში სტიქიის ახალი ზონები ჩნდება- ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდინარე ავანისხევმა წყლის სათავე ნაგებობა დაანგრია.
დილით მოსულმა უხვმა ნალექმა, სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გარდა, წყლის მაგისტრალიც დააზიანა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
სტიქიის ზონაში, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მდინარე ავანისხევის კალაპოტის მიმართულების შეცვლისა და წყლის სისტემის აღდგენის სუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც შექმნილ ვითარებას სწავლობენ.
სტიქიის შედეგებს ებრძვიან ლაგოდეხშიც, სადაც ათეულობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. მუნიციპლიტეტს არ მიწოდება ელექტროენერგიაც.
ამ დროისათვის კახეთის რეგიონში, გადაუღებლად წვიმს.