მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სტიქიამ საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სახურავის გარეშე დარჩა.

შიდა საუბნო და ცენტრალურ გზებზე, ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.
მუნიციპალიტეტში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზებიც.

საცხოვრებელი სახლების სახურავებია გადახდილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელშიც, სადაც ძლიერი ქარი, თითქმის ნახევარ საათს ქროდა.

სტიქიის შედეგად, ერთ- ერთ საცხოვრებელ სახლს კედელიც ჩამოენგრა. ნგრევისას, არავინ დაშავებულა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,. სამუშაო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა სტიქიით დაზარალებულ ადგილებში, გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

,,ბადიაური-ყანდაურის დამაკავშირებელ გზაზე, მანავსა და გიორგიწმინდაში მოძრაობა უკვე აღდგენილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ენერგოპროს საგარეჯოს სერვისცენტრის მობილური ჯგუფი გასულია დაზიანების ადგილზე და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები-” განაცხადეს მერიაში.

მუნიციპალიტეტების მერიაში ზარალის დამდგენი კომისიები შეიქმნა, რომლებიც სააღრიცხვო სამუშაოებს, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში, დღეიდან დაიწყებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button