ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა, რომ ეპარქიის დატოვებას არ აპირებს
მიტროპოლიტის თქმით, რაც შეეხება გუშინ, 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებას, მისი განმარტებით ის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და პარტიულმა აქტივმა მოაწყვეს. – ამის შესახებ მან აბაშის მუნიციპალიტეტის სუჯუნის ტაძარში წირვის შემდგომ მედიასთან თქვა.
“არაფრის დატოვებას არ ვაპირებ. რა მაქვს დასატოვებელი. რამდენიმე სასულიერო პირმა არაეკლესიური წესებით შეკრიბეს იქ ხალხი შეთქმულება მოწყვეს, მოიყვანეს ხალხი, მე ჩვეულებრივად მოვიწვიე კრება, არც პრესა, არც ტელევიზია და არც მრევლი არ იყო იქ მოსაყვანი, იმიტომ რომ ჩვენ სასულიერო პირებს გვაქვს უფლება რომ ვილაპარაკოთ. იქ ვიღაცას ჰქონდა კითხვები, მზად იყავი ყველაფერზე მეპასუხა და მელაპარაკა. ეს კრება იყო გაცნობითი, მე ახალი დადგენილი ვარ ეპარქიაში და ყველა სასულიერო პირთან მინდოდა გაცნობა. მათ შორის იყო ის საკითხები, რომელიც აინტერესებდა ზოგიერთ ადამიანს მაგრამ ისინი კრებაზე კი არ მოსულან, მრევლს ამოეფარნენ და ის მრევლიც არ იყო, როგორც გავიგე, ქუთაისიდან იყვნენ და “ნაციონალური მოძრობის” წარმომადგენლები ყოფილან და ერთ-ერთი ამ პარტიული აქტივის, საკრებულოს თავმჯდომარე თავკაცობდა ამ მიტინგს რომელიც მოაწყვეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა და აქვე ისინი კერძო ტერიტორიაზე შეჭრასა და სკანდალების მოწყობაში დაადანაშაულა.
“მე როცა პასუხის გაცემა მინდოდა, არ დამაცალეს და დაიწყეს ყვირილი, როგორც ჩანს ეს იყო დაგეგმილი, შემდეგ დაიწყეს ჯაჯგური გარედან, თქვენც იყავით აკრძალულ ზონაში, ყველა არღვევდა კანონს კარგად იცით, რომ არ შეიძლება პრივატულ ტერიტორიაზე შესვლა და ჯაჯგურის მოწყობა. ჩვენ არ გვყავს დაცვის პოლიცია, 2, 3 ბიჭი იყო და თხოვდნენ არ შემოსულიყვნენ და მერე დაიწყეს პირდაპირ კარებზე ჯაჯგური თქვენ იცით და ნანახი გაქვთ რაც ხდებოდა. რომ ყვიროდნენ იმ სასულიერო პირების ნაშიერები, რამდენიმე კაცი ყო, რომლებიც აქეთა მხრიდანაც ცდილობდნენ რომ გაენგრიათ. ფაქტიურად ეგენი იქ სალაპარაკოდ არ იყვნენ, საჩხუბრად იყვენენ მოსულები. ჩვენ დავიწყეთ გალობა და ჩავუგდეთ მათ ეს სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილობდა უამრავი საინფორმაციო საშუალება, იმიტომ რომ იმათ დაუძახეს თავიანთი სპეცოპერაციის გასაფორმებლად. არ გამოუვიდა ეს სპეცოპერაცია, ყვირილი, წივილი, მაგრამ ჩვენ ვწირავთ, ჩვენ ვმარხულობთ, ჩვენს საქმეს ვასრულებთ, სასულიერო პირების დიდ უმრავლსეობა ადგილზეა და სიხარულითაა განმსჭვალული, რომ ერთად უნდა ვილოცოთ, მე უამრავ ხალხს შეხვდი, მრევლთან მსიამოვნებს ურთიერთბა, იმდენად გულანთებული ადამიანები ცხოვრობენ და იმედი მაქვს რომ დამთავრდება სკანდალები მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, დაიწყება სულიერი ცხოვრება, და თქვენ უნდა შეგვიწყოთ ხელი ამაში და არა სკანდალების გაფორმებას უწყობდეთ ხელს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
ჭყონდიდის ეპარქიაში, 8 მარტს, მრევლის ნაწილს და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება მოჰყვა ახლადდანიშნული მიტროპოლიტის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ორ დიაკვანს უფლებამოსილება შეუჩერა დაუმორჩილებლობის გამო. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.