მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო

კახეთში 26 აგვისტოს სტიქიით დაზარალებულები, სახელმწიფოსგან 3 ათას ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორის, ლევან უროტაძის განმარტებით, ბენეფიციარები თანხას ეტაპობრივად მიიღებენ.

” სულ 930 ბენეფიციარია. აქედან 199 უკვე გადამოწმებულია და თანხის ჩარიცხვა დაიწყო. ყველა განაცხადი კომისიური წესით შემოწმდება. ვინც დაისეტყვა და ყურძნის ჩაბარება ვერ შეძლო, დახმარებას ყველა მიიღებს. კომპენსაციას მიიღებენ ისინიც, ვინც დადგენილ თანხას ვერ ასცდა. ასეთებს სხვაობას სამი ათას ლართან, სახელმწიფო დაუფარავს”- განაცხადა უროტაძემ.

თანხის ჩარიცხვა სტიქიით დაზარალებული პირებისათვის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბენეფიციარებისთვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გადაწყვეტილება, მთავრობამ კახეთში, 26 აგვისტოს მოსული სტიქიის შემდეგ მიიღო.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ მსხმოიარე ვენახები გაანადგურა.

დაზიანებული ყურძენი, გლეხებისგან სახელმწიფომ, მოსავლის მართვის კომპანიის საშუალებით ჩაიბარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button