მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სტიქიით დაზარალებულთა თანხა მიითვისეს

კახეთში ერთმა პირმა სტიქიით დაზიანებული სახლებისათვის გამოყოფილი თანხა მიითვისა.
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ სახელმწიფო თანხების თაღლითურად მითვისებისათვის, ყალბი დოკუმენტები დაამზადა.
ფაქტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიასთან, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების ღირებულება 999 270 ლარს შეადგენდა.

უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულმა შეადგინა სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული ყალბი დოკუმენტები, გაზარდა სამუშაოების მოცულობა და დამკვეთისგან ზედმეტად 244 623 ლარი მითვისა.
სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე,

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button