მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კახეთში თვითიზოლაციაში 74 პირი იმყოფება

12 მარტის მონაცემებით, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 74 პირი იმყოფება. ეს ადამიანები საქართველოში ჩამოვიდნენ იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, მოქალაქეები თვითიზოლაციაში ზემოთაღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობისა და ცხოვრების გამო არიან, რადგან კორონავირუსისთვის დადგენილი საინკუბაციო პერიოდი მათთის არ არის გასული.

ახმეტაში თვითიზოლაციაში იმყოფება 14 პირი, გურჯაანში – 8, დედოფლისწყაროში 1, თელავში 14, ლაგოდეხში 7, საგარეჯოში 13, სიღნაღში 11, ყვარელში კი 6.

“ნებისმიერი დარღვევის დროს პოლიცია დაგვეხმარება საკითხის მოგვარებაში. ერთხელ გაფრთხილების შემდეგ თუ პირი კიდევ დაარღვევს თვითიზოლაციის წესებს, ის გადაყვანილი იქნება კარანტინში. ამ დროისთვის არავის არ დაურღვევია ეს წესი, რადგან თავადავე ხედავენ რა მდგომარეობაა ქვეყნებში და ფრთხოლობენ” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზეც.
მისივე თამით, ორი დღის წინ საზღვარზე შემოსვლის მსურველი 15 ადამიანიდან 12 პირს უფიქსირდებოდა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ისინი არ შემოუშვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button