მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კახეთში ტყეებს უკანონოდ ჭრიან

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ოთხი ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამ მუნიციპალიტეტში გამოავლინა.
ახმეტის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტეტებში ადგილობრივებმა რცხილის სახეობის ხე-მცენარეები მოჭრეს.
სამართალდამრღვევების მიმართ, შესაბამისი ოქმებია შედგენილი და მათ მიმართ სანქციების გამოყენებაზე სასამართლო იმსჯელებს.
რეგიონში, ხე- ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები, ზაფხულის სეზონის დასარულსა და შემოდგომაზე იმატებს.
კახეთში,.მოსახლეობის ნახევარზე მეტი, საწვავად, ჯერ კიდევ შეშას იყენებს.