რეგიონი

კახეთში ტყის უკანონო ჩეხვის ფაქტები გახშირდა

ადგილობრივმა მოსახლეობამ, რცხილის, თუთიის, მუხის, ჭადრის და აკაციის სახეობების ხეები გაანადგურა

ზამთრის სეზონის დადგომისას,.კახეთში ტყის უკანონო ჩეხვის ფაქტები გახშირდა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 30 ფაქტი, რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

ხე- ტყის ჩეხვის ყველაზე მეტი, 10 შემთხვევა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა , ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აფენის, ჭიაურის, გიორგეთის, ასევე, შპს „ფაუნის“ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ, რცხილის, თუთიის, მუხის, ჭადრის და აკაციის სახეობების ხეები გაანადგურა.

ხე- ტყის ჩეხვის დანარჩენი 20 ფაქტი, საგარეჯოს, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, თელავისა და ახმეტის მუნიციპლიტეტებში აღმოაჩინეს.

ყველაზე აქტიურად ხე- ტყის ჭრა სოფლების პატარძეულის, ახალსოფლის, შალაურისა და ნაფარეულის ტყეებში მიმდინარეობს.

ოცდაათივე სამართლადმრღვევის მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე შედგენილია.

კანონით დადგენილი სანქციების გამოყენებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში ხათუნა გულიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button