“კახეთში ცოფიანმა ძაღლმა ადამიანები და პირუტყვი დაკბინა”
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/01/81CB46E8-E7DB-41ED-92FE-390C344503AA_w1597_n_r1_s.jpg)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლმა ადამიანები და პირუტყვი დაკბინა. ლაბორატორიული კვლევით, ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს ვეტერინარებმა რისკის ზონაში იძულებითი ვაქცინაცია და შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები ჩაატარეს.
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში განაცხადეს, რომ ძაღლის მიერ დაკბენილ და კონტაქტირებულ პირებს, ეტაპობრივად ჩაუტარდებათ შესაბამისი ვაქცინაცია.
ძაღლი რომელმაც ადამინები და პირუტყვი დაკბინა, უპატრონო იყო. ასეთი ძაღლების პრობლემა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს თითქმის ერთნაირად აწუხებს. ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში ასობით ძაღლი გადადგილდება. ისინი დღისით თავს იყრიან სწაფი კვების ობიექტებთან, საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან, ნაგვის ურნებთან და ა.შ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ.