რეგიონი

კახეთში უამინდობა გრძელდება

თოვლისა და ნამქერების გამო, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა.

გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები.
ყველა სხვა სახეობის ტრანსპორტის გადაადგილება, ამ დროისათვის აკრძალულია.

კახეთის საგზაო სამმართველოში განმარტავენ, რომ გზებზე მუდმივად იყრება ტექნიკური მარილი და გასაწმენდად მუშაობს ტექნიკა.

ამ დროისათვის თავისუფალია გადაადგილება თელავი- ვაზიანი- გომბორის მიმართულებით.
რეგიონში, ჯერჯერობით ისევ თოვს და ჰაერის დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button