კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში დენის დარტყმის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

მეზობლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში ბუნებრივი აირის მილს ელექტროშემდუღებლით ადუღებდა.

სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აარონ მოსულიშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე მივიდა საწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button