კახეთში უკანონო ნადირობის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.
სიღნაღის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები ნადირობდნენ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.