რეგიონი

“კახეთში ვაქცინაცია ჩავარდნილია, 12 წლის ასაკიდან კი აქტივობა საერთოდ არ არის”

“კახეთში ვაქცინაცია ჩავარდნილია, 12 წლის ასაკიდან კი აქტივობა საერთოდ არ არის”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეები, ძირითადად ბუსტერ- დოზას იკეთებენ.

” ვაქცინაცია ძალიან არის ჩავარდნილი, იმის მიუხედავად, რომ წახალისების პროგრამა ისევ მუშაობს. უფრო მეტია ბუსტერ- დოზით აცრა, ვინც ორი გაიკეთა, მესამეს გაკეთება თავისთავად, არ უჭირს, 12 წლის ასაკიდან, აქტიურობა საერთოდ არ არის. ახლა კი ვართ, მეექვსე ტალღის დასასრულში, მაგრამ ახალი როდის იქნება ვერ გეტყვით. საავადმყოფოებშიც შემცირებულია პაციენტების რაოდენობა”- განაცხადა ხიზანიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

დღეს, კახეთში 1023 ტესტი ჩატარდა და კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ- საავადმყოფოებში არსებული 248 საწოლიდან, მხოლოდ 78 საწოლია დაკავებული.
დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსზე მკურნალობას 558 პაციენტი გადის, აქედან 480 ბინაზეა დატოვებული.

2021 წლის სექტემბრიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა -101404- ს შეადგენს და გარდაცვლილია 481 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button