კახეთში ვენახების აეროფოტოგადაღებები მიმდინარეობს [Photo]
ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, კახეთში, ყვარლის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების აეროფოტოგადაღებები მიმდინარეობს.
როგორც რადიო „ჰერეთს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის – ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში და ამ მიმართულებით მუშაობას მიმდინარე წელს კახეთში აგრძელებს.
“ყვარლის რაიონში კადასტრის პროგრამით გათვალისწინებული სამუშოები – აეროფოტოგადაღები, ინფორმაციის შეკრება მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშების დადგენის და სხვა მახასიათებლების ჩათვლით – მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულება.
ზოგადად, ვენახების კადასტრის პროგრამა მოიცავს ვენახების ფართობების აღრიცხვას, რეგისტრაციას, პასპორტიზაციას, სპეციფიკური ზონების/საზღვრების დაზუსტებასა და მევენახეობის კადასტრის წარმოებას. ვენახების პასპორტიზაცია და კადასტრის წარმოება აქამდე საერთოდ არ განხორციელებულა. კადასტრის ერთიანი სისტემა წარმოაჩენს ვენახებისა და ღვინის ხარისხობრივი მდგომარეობის დინამიკას.
მევენახეებს პასპორტების საშუალებით მარტივად შეეძლებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, უფრო გამარტივდება ყურძნის ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა”, _ განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13792″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]