მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მდუმარე საპროტესტო აქცია ჩატარდება

კახეთში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მდუმარე საპროტესტო აქცია ჩატარდება.
აქცია, 5 ივლისს, თბილისში, ჰომოფობიური დაჯგუფების წევრების მიერ სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო დაიგეგმა.

თელავის ცენტრში კახეთში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ სოლიდარობას , თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ ჟურნალისტებს და ტელეკომპანია პირველის დღეს გარდაცვლილი ოპერატორის საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.

ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, თბილისში ძალადობრივმა ჯგუფებმა, მედიაზე განხორციელებული მასირებული შეტევის დროს, მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

ლექსო ლაშქარავა დღეს, დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა.
ოპერატორის ცხედარი ექსპერტიზისა თვის სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

ჟურნალისტების მდუმარე აქცია თელავის დრამატული თეატრის წინ, 16 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button