შირაქის ველზე ხორბლის 32 ჯიშის გამოცდა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრი შირაქის ველზე ხორბლის ჯიშების გამოცდის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

სპეციალისტები დაკვირვებას 32 ჯიშზე ახორციელებენ. პროექტს “მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია” მეორე წელია ახორციელებს. ამ ეტაპზე კი ხორბლის ჯიშთა გამოცდა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია, გამოცდის გზით ყველა ნიადაგურ-კლიმატური ზონებისათვის ხორბლის ოპტიმალური ჯიშების გამოვლენა და პერსპექტიული ჯიშების დანერგვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button