მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
კალაძე სოციალურ ქსელში მოქალაქეს დაემუქრა

თბილისის მერი კახა კალაძე Instagram-ზე მოქალაქეს ღიად დაემუქრა: “თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!”
კახა კალაძემ კომენტარი მეუღლის, ანუკი არეშიძის Instagram ფოტოზე დაწერა.
“ყველაზე ევროპული გინებაც ისმის ყველა მხრიდან, არ გინდათ, არ ჩაიაროთ. პ.ს. თუ მაინცდამაინც, გაჩერება მაინც მაპოვნინეთ.” – წერდა მოქალაქე ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით. თბილისის მერმა კი, მას უპასუხა, რომ გაჩერებას თვითონ აპოვნინებდა.
“არაა საჭირო, არ შეწუხდე, მე თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!” – წერს კახა კალაძე.
ამ დროისთვის, კომენტარები წაშლილია.